Friday, January 25, 2013

A.M.A.-
ამერიკული მუსიკის დაჯილდოება (ინგლ. American Music Awards) არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ამერიკული ყოველწლიური მუსიკალური ცერემონია.

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება დააარსა 1973 წელს დიკ კლერკმა. პირველი ცერემონიალი წაიყვანა როდნი ალენ რიპიმ და რიკი სეგალიმ მაიკლ ჯექსონსა და დონი ოსმონდთან ერთად.ამ დაჯილდოვებაზე გამოვლინდებიან წლის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.მაგ:წლის არტისტი,საუკეთესო როკ-ჯგუფი,საუკეთესო ალბომი,თინაიჯერების რჩეული და ა.შ.დაჯილდოვებაზე დასაწრები ბილეთების ფასი მერყეობს 95 დოლარიდან 15000 დოლარამდე.


2012 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოება
გუშინ, ლოს ანჟელესის რიგით მე-40 ყოველწლიური ამერიკული მუსიკის დაჯილდოება (AMA) გაიმართა. დაჯილდოებაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო, მას ესწრებოდნენ ჯასტინ ბიბერი, ნიკი მინაჟი, კრისტინა აგილერა, ჯგუფი No Doubt, ტეილორ სვიფტი რომელმაც მეხუთედ მოიგო საუკეთესო ქანთრის არტისტის ჯილდო, აშერი და სხვა.. პოპ/როკის ჟანრში ჯილდო მომღერალ ქეითი პერის ერგო, წლის R&B არტისტის წოდება ბიონსემ მიიღო, შაკირამ კი სახლში წლის ლათინელი არტისტის ჯილდო წაიღო. ახლა, თვალი გადავავლოთ გამარჯვებულთა სიას, ფოტოებს შოუდან, წითელი ხალიჩიდან და ბექსთეიჯიდან.


გამარჯვებულთა სია
>> წლის არტისტი - ჯასტინ ბიბერი
>> წლის ახალი არტისტი - კარლი რაე ჯეპსენი
>> საუკეთესო კაცი არტისტი პოპ/როკის ჟანრში - ჯასტინ ბიბერი
>> საუკეთესო ქალი არტისტი პოპ/როკის ჟანრში - ქეითი პერი
>> საუკეთესო ჯგუფი პოპ/როკის ჟანრში -Maroon 5
>> წლის ალბომი პოპ/როკის ჟანრში - ჯასტინ ბიბერის "Believe"
>> საუკეთესო მამაკაცი ქანთრის სტილში - ლუკ ბრაიანი
>> საუკეთესო ქალი ქანთრის სტილში - ტეილორ სვიფტი
>> საუკეთესო ჯგუფი ქანთრის სტილში - Lady Antebellum
>> საუკეთესო ალბომი ქანთრის სტილში - კერი ანდერვუდი "Blown Away"
>> არტისტი ჰიპ ჰოპის/ რეპის ჟანრში - ნიკი მინაჟი
>> ალბომი ჰიპ-ჰოპის/რეპის ჟანრში - ნიკი მინაჟი "Pink Friday: Roman Reloaded"
>> საუკეთესო კაცი არტისტი R&B/Soul ჟანრში - აშერი
>> საუკეთესო ქალი არტისტი R&B/Soul ჟანრში - ბიონსე
>> საუკეთესო ალბომი R&B/Soul ჟანრში - რიანა "Talk That Talk"
>> ალტერნატიული როკი - ლინკინ პარკი
>> თინეიჯერების რჩეული არტისტი - ადელი
>> წლის ლათინოამერიკელი არტისტი - შაკირა
>> წლის ინსპირაცია - tobyMac
>> წლის ელექტორნული მუსიკა - დევიდ გეტა

                                                 
                                                    ფოტოები შოუდან და ბექსთეიჯიდან: 


  
www.week.ge  www.wikipedia.com

No comments:

Post a Comment